მთავარი გვერდი

Demirkol Transport Group

კომპანია „დემირკოლი“ დაარსდა 1993 წელს და აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. იგი პირველი სატრანსპორტო კომპანიაა რომელმაც საქართველოში განახორციელა გრუპაჟული გადაზიდვები თურქეთ საქართველოს შორის.

ვინაიდან ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის ეკონიმიკურ წარმოებაში დიდ როლს თამაშობს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების, მათ შორის გადაზიდვის კარგი ორგანიზება. სწორედ გადაზიდვების მომსახურების სფერო წარმოადგენს შპს „დემირკოლ-ს ძირითად საქმიანობას წლების განმავლობაში.

შ.პ.ს „დემირკოლ ტრანსპორტ გრუპი“ ახორციელებს გრუპაჟულ და მთლიანი ტვირთების გადაზიდვებს ევროპის, აზიის, ამერიკისა და დსთ-ს ქვეყნებიდან კავკასიაში და პირიქით.

ჩვენი მომსახურება მოიცავს

  • სახმელეთო გადაზიდვებს
  • საზღვაო გადაზიდვებს
  • ნაკრები (გრუპაჟული) ტვირთების გადაზიდვებს
  • საჰაერო გადაზიდვებს
  • სარკინიგზო გადაზიდვებს

გთავაზობთ საექსპედიტორო მომსახურების სრულ პაკეტს

  • პროფესიონალური კონსულტაციები გადაზიდვებსა და საექსპედიციო საკითხებში, მათ შორის  ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების წინა სტადიაზე.
  • ტვირთების ტრანსპორტირების ოპტიმალური სქემის შედგენა.
  • გადაზიდვების ორგანიზება ყველა სახის ტრანსპორტით, მათ შორის მულტიმოდალური გადაზიდვები.
  • კონტეინერის დაცლა-დატვირთვა დასაწყობება.
  • არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების  დაცლა, დატვირთვა და დასაწყობება.
  • ტვირთების შეფუთვა, მარკირება, გადატვირთვა.
  • საბაჟო ფორმალობების ჩატარება, საბროკერო მომსახურება, საჭირო საბუთების გაფორმება, სანიტარული და ვეტერინალური საბუთების გაფორმება.
  • ტვირთების დაზღვევა
  • ტვირთების მიტანა „კარიდან კარამდე“

კომპანია დემირკოლის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მოგიგვარებთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას.

ანდეთ თქვენი ტვირთი პროფესიონალებს.